საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სარკინიგზო შემთხვევის გამო, ორი თანამშრომელი დაიღუპა. როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, ამ დროისთვის, გაჩერებულია. “დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით. “საქართველოს რკინიგზა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს”, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა ხდება ბათუმი-თბილისის რეისზე: მატარებელი ორ საათზე მეტია გაჩერებულია და დაღუპულია ორი ადამიანი
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
აუტისტური სპექტრის არტისტმა, 20-წუთიანი ფრენის შემდეგ, ნიუ-იორკის ზედხედი სრულყოფილად დახატა
აუტისტური სპექტრის არტისტმა, 20-წუთიანი ფრენის შემდეგ, ნიუ-იორკის ზედხედი სრულყოფილად დახატა. სტივენ უილტშირს მოგზაურობის დროს ჩანახატები არ შეუქმნია, ის მხოლოდ საკუთარ მეხსიერებას დაეყრდნო, რომელსაც არაერთი გამოცემა “უნიკალურს” უწოდებს. ნამუშევარს სტივენი 1…
-
„ზღვას ცეცხლი უკიდია, დელფინები ნაპირზე გამოდიან… – რა ელის ბათუმს?“ – ცირა კუპრაშვილის უახლესი წინასწარმეტყველება
თინათინ თოფურიას საავტორო გადაცემის „მეცნიერთა კლუბის“ სტუმარი წინასწარმეტყველი ცირა კუპრაშვილი იყო, რომელმაც საქართველოს ზღვისპირა ქალაქ ბათუმზე ისაუბრა. როგორც ნათელმხილველი ამბობს ხილვა ჰქონდა, სადაც იხილა რომ ზღვას ცეცხლი უკიდია და…
-
10 მართლაც უჩვეულო ნიშანი იმისა, რომ ნამდვილად კარგი ადამიანი ხდებით
ადამიანები დროთა განმავლობაში იცვლებიან, ცოდნა და გამოცდილება გვაქცევს უფრო ძლიერ ადამიანად, ადამიანად, რომელმაც იცის რა სურს და სად მიჰყავს მის გზას. რა არის რამდენიმე უჩვეულო ნიშანი იმისა, რომ კარგი…
-
კარგი ამბავი! თბილისის მერია სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს
4 სექტემბრიდან, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება იწყება – ამის შესახებ დედაქალაქის…
-
უმძიმეს ვითარებაში დაღუპული ახალგაზრდას ქორწინების ვიდეო ვრცელდება
საქართველოს რკინიგზა თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტრაგედიას ემსხვერპლა რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. „, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის…