საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სარკინიგზო შემთხვევის გამო, ორი თანამშრომელი დაიღუპა. როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, ამ დროისთვის, გაჩერებულია. “დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით. “საქართველოს რკინიგზა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს”, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა ხდება ბათუმი-თბილისის რეისზე: მატარებელი ორ საათზე მეტია გაჩერებულია და დაღუპულია ორი ადამიანი
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
🎥 გია სურამელაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მომღერალი გია სურამელაშვილი მეგობრის, სოსო ქარქუსაშვილის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „სოსო… წავიდა…“ – წერს მომღერალი და მასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. „თანაგიგრძნობ გია“ „რა ცუდი ამბავია“ „ღმერთმა ნათელში ამყოფოს“…
-
ნახეთ, რას ამბობს ვილი სანიოლი ჩეხეთთან მატჩის წინ ბუდუ ზივზივაძის სათამაშო დროზე, ჩაკვეტაძის შეცვლაზე და დღევანდელ თამაშზე
ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ჰამბურგში, ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების…
-
500-ლარიანი ჯარიმები ამოქმედდა – დეტალები
საპენსიო სააგენტომ „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესი“…
-
ხანძარი ბათუმის პორტში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე (ვიდეო)
რამდენიმე წუთის წინ ბათუმის პორტში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ადმინისტრაციულ შენობას გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო მატერიალური ზარალის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.…
-
VIDEO: “ვნახე მომენტები, ვნახე ხალხის ვიდეოები და არ შემიძლია ეს არ ვთქვა” – გიორგი ქოჩორაშვილის ემოციური სიტყვები
დღეს საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა. ჩვენი ქვეყანა თურქეთს დაუპირსპირდა და სამწუხაროდ, ანგარიშით 3:1 დამარცხდა, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. ნახეთ ვიდეო: ნახვები : 2,063
-
ექიმი ანზორ მელია მოსახლეობას აფრთხილებს
მოდის ზაფხული და აქტუალური ხდება წყალში შესვლის დროს უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების დაცვა, რაც ბევრმა ჩვენთაგანმა არ იცის. გთავაზობთ, ექიმ ანზორ მელიას რეკომენდაციებს, რომლებიც მან უკვე დიდი ხნის წინ შემოგვთავაზა…