საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სარკინიგზო შემთხვევის გამო, ორი თანამშრომელი დაიღუპა. როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, ამ დროისთვის, გაჩერებულია. “დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით. “საქართველოს რკინიგზა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს”, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა ხდება ბათუმი-თბილისის რეისზე: მატარებელი ორ საათზე მეტია გაჩერებულია და დაღუპულია ორი ადამიანი
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
მიხეილ ცაგარელის პროგნოზი საქართველოს ნაკრების ხვალინდელ თამაშზე თურქეთთან
“ხვალ შეიძლება სერიოზულ სენსაციას გამოვკრათ ხელი“ – ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი “იმედის დილის” ეთერში საუბრობს. საქართველოს ნაკრები მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადება, მატჩამდე სულ რაღაც 1 დღე დარჩა. ნახვები :…
-
“სენსაცია ლელა წურწუმიას კონცერტზე: სტუმარს მიკროფონი მიაწოდა და …” – რა კადრები ვრცელდება
“სენსაცია ლელას კონცერტზე – ლელამ მიკროფონი მიაწოდა მსმენელს დარბაზში, რომ აჰყოლოდა მუსიკას – ეს სტუმარი აღმოჩნდა მომღერალი და მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული თათია კობალაძე და კი შორსაა მიკროფონიდან, მაგრამ…
-
წყალმა ავტომობილები წაიღო, დანგრეულია ხიდები, დატბორილია ეზოები და სახლები – ხარაგაულში სტიქიას ებრძვიან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დამანგრეველი სტიქიის შედეგებს ებრძვიან. დიდმა ნალექმა მდინარე უხადურას ადიდება გამოიწვია. წყალმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულებსა და დამხმარე ნაგებობებშიც შეაღწია. სტიქიის შედეგად – დანგრეული ხიდები, დატბორილი ეზოები…
-
რა აღმოაჩინეს სმიტების ფოტოაპარატში, რომელიც გადამალული იყო? – დასტურდება თუ არა მწყემსის დანაშაული?
2018 წლის 4 ივლისს ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის 3 წევრი მოკლეს. საქართველოში მცხოვრები ამერიკელი წყვილის, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის ვაჟის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მალხაზ კობაურია. მას…
-
სამი უფროსკლასელი 10 წლის ბიჭს სკოლაში რამდენიმე დღე აუპატიურებდა – რა განაჩენი გამოუტანა სასამართლომ?! შემზარავი საქმის დეტალები
სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 3 მოზარდს, რომლებმაც უმცროსკლასელი ბიჭი გააუპატიურეს. შემზარავი ამბავი 2023 წლის იანვარში, ტივას რესპუბლიკის პატარა დაბაში მოხდა. სამმა უფროსკლასელმა 10 წლის ბიჭი საზოგადოებრივ საპირფარეშოში შეიყვანა და გააუპატიურა.…