საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სარკინიგზო შემთხვევის გამო, ორი თანამშრომელი დაიღუპა. როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, ამ დროისთვის, გაჩერებულია. “დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით. “საქართველოს რკინიგზა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს”, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა ხდება ბათუმი-თბილისის რეისზე: მატარებელი ორ საათზე მეტია გაჩერებულია და დაღუპულია ორი ადამიანი
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
„ნაკრების გოლი, აღმოჩნდა მისი უკანასკნელი სიხარული!“ – ჟურნალისტი ალეკო თხილაიშვილი ფეხბურთის ყურების დროს გარდაიცვალა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, გადაცემა „გასტრომოყვარულის“ ავტორი და წამყვანი ალეკო თხილაიშვილი გარდაიცვალა. როგორც მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მას გული ფეხბურთის ყურების დროს გაუსკდა. „ასეთ…
-
“რაც შეეხება მამარდაშვილის მეტოქის საჯარიმოში ჩასვლას…” – რა თქვა ვილი სანიოლმა მატჩის დასრულების შემდეგ?
“გვაკლდა გამოცდილება, ტალანტი და ვფიქრობ, ამას მომავალში გამოვასწორებთ” – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სადებიუტო მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “დავიწყებ გიორგი მიქაუტაძის…
-
“ფეხბურთის ყურების დროს გული გაუჩერდა….”- აჭარის ტელევიზიის ტელეწამყვანი გარდაიცვალა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, გადაცემა „გასტრომოყვარულის” ავტორი და წამყვანი ალეკო თხილაიშვილი გარდაიცვალა. ის თავდაპირველად რადიოში მუშაობდა, შემდეგ კი ტელევიზიაში. ალეკო თხილაიშვილი აჭარის ტელევიზიის გუნდის წევრი 15…