საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სარკინიგზო შემთხვევის გამო, ორი თანამშრომელი დაიღუპა. როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, ამ დროისთვის, გაჩერებულია. “დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით. “საქართველოს რკინიგზა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს”, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა ხდება ბათუმი-თბილისის რეისზე: მატარებელი ორ საათზე მეტია გაჩერებულია და დაღუპულია ორი ადამიანი
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
“კატეგორიულად მიუღებელია, ეს არის შხამი, შხამს ხომ არავინ ვასმევთ ბავშვებს?” – ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს
სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის პოსტებს ხშირად შეხვდებით. დედების მთავარი კითხვაა, როგორ და რა გზით მოაშორონ შვილებს ტილები. რჩევები განსხვავებულია. დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ხშირად შეხვდებით ისეთ რჩევებს, სადაც…
-
წყალქვეშა ნავ “ტიტანიდან” გაგზავნილი უკანასკნელი შეტყობინება გაშიფრეს – რა თქვა ეკიპაჟმა ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე
“აქ ყველაფერი კარგადაა” – წყალქვეშა ნავ “ტიტანის” ბორტიდან გაგზავნილი უკანასკნელი შეტყობინება აშშ-ის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გაშიფრეს. “ტიტანი” ექსპერიმენტალური, დისტანციურად მართვადი აპარატი იყო, რომელიც 1912 წელს ჩაძირული…
-
ამას თუ თბილისის ავტობუსში შევესწრებოდი, ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი – რას ყვება მოქალაქე
ბევრ ჩვენთაგანი საინტერესო, სახალისო, უცნაურ ან ამაღელვებელ ისტორიას შესწრებია ცხოვრებაში, რადგან ცხოვრება ყოველწუთას რაღაცას გვასწავლის ან გამოცდას გვიწყობს. სწორედ რომ დღეს თბილისში და თან ავტობუსში შევესწარი მსგავს სიტუაცია, რომელმაც…
-
17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ასტროლოგები
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი რთული დღეა. თქვენი სასიცოცხლო ენერგია შემცირებულია, ამიტომ დაწყებული საქმის დასრულება გიჭირთ. ახლობელი ადამიანების სიყვარული და მხარდაჭერა ძალას შეგმატებთ…
-
ახლახან ძალიან ძლიერი მიწისძვრა მოხდა: ბიძგების სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, კანადაში ძალიან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა. ამ ეტაპზე, სხვა დამატებითი ინფორმაცია: დაღუპულების თუ დაზარალებულების შესახებ, ნგრევაზე და ასე შემდეგ არ გავრცელებულა.…
-
“თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც უნდა დავწერო… არის რაღაცები, რასაც ვერ გაატარებ, სირცხვილია” – რას წერს ზაზა შენგელია მერაბ დვალიშვილის ორთაბრძოლასთან დაკავშირებით?
“ბრავო რექორდსის” დამფუძნებელი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს, რომელიც მერაბ დვალიშვილი ორთაბრძოლის ტრანსლირებას უკავშირდება: „თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც უნდა დავწერო: როცა Setanta Sports Georgia ხარ და ამხელა…