საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სარკინიგზო შემთხვევის გამო, ორი თანამშრომელი დაიღუპა. როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, ამ დროისთვის, გაჩერებულია. “დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით. “საქართველოს რკინიგზა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს”, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა ხდება ბათუმი-თბილისის რეისზე: მატარებელი ორ საათზე მეტია გაჩერებულია და დაღუპულია ორი ადამიანი
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
„გამწარებულმა ქალმა დაინახა ის, რაც ბავშვმა უამბო…“ – რა თქვა მეზობელმა 66 წლის ბაბუას მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ?
ზუგდიდის მინიციპალიტეტში მოზარდზე სექსუალური ძალადობის უმძიმესი ფაქტი მოხდა. 9 წლის გოგონაზე ინტიმური ხასიათის გარყვნილ ქმედებაში, მისივე ბაბუაა დაკავებული. როგორც ცნობილი ხდება, 66 წლის კაცი ბავშვზე სისტემატიურად ძალადობდა. გოგონამ ამის…
-
ახალგაზრდა ბიჭი სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ხონში ახალგაზრდა ბიჭი თაშო ქვათელაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. ბიჭს ახლობელბი სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან: ,,თაშო რა დაუჯერებელი რაღაც მოხდა, როგორ მენანები, ნათელში ამყოფოს შენი სული უფალმა, ძალიან…
-
“ჰეითერების მოქსევა არაა კარგი საქციელი” – რას ამბობს მაია ასათიანი თამუნა მუსერიძეზე გაკეთებული განცხადების შემდეგ. რაზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთთს მაია ასათიანი და თამუნა მუსერიძე ერთმანეთს
თამუნა მუსერიძემ 8 წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მშობლები იპოვა. ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში უამრავი რამ ითქვა, მათ შორის იყო მაია ასათიანიც, რომელმაც აღნიშნა რომ მისი ღვაწლი ამ საკითხთან…
-
კურსი ვალუტის კურსი – რა ეღირება დოლარი და ევრო 10 სექტემბერს –
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6949 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6935 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.…
-
სად როგორი ამინდი იქნება 13 სექტემბრამდე – პროგნოზი ქალაქების მიხედვით
გარემოს ეროვნული სააგენტო 10-12 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.…