საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სარკინიგზო შემთხვევის გამო, ორი თანამშრომელი დაიღუპა. როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, ამ დროისთვის, გაჩერებულია. “დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით. “საქართველოს რკინიგზა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს”, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა ხდება ბათუმი-თბილისის რეისზე: მატარებელი ორ საათზე მეტია გაჩერებულია და დაღუპულია ორი ადამიანი
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
“ჩვენი ლამაზი ლიზა დაიღუპა, 2 დღის შემდეგ იპოვნეს ცხედარი…” – ნახეთ ახლახანს ულამაზესი გოგონა საშინელ ვითარებაში დაიღუპა
ზღვაში ორ დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. “ჩვენი ლამაზი ლიზა დაიღუპა, 2 დღის შემდეგ იპოვნეს ცხედარი…” – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ…
-
🎥 საშინელება ტრიალებს რიკოთზე… არის მსხვერპლი – კადრები უღელტეხილიდან
ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში 3 ადამიანი იჯდა, როგორც კომენტარებიდან ირკვევა, შემთხვევის შედეგად 1 პირი გარდაიცვალა.ავარიის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ…
-
ეს როგორ უნდა გააკეთო, თუ მართლა უბოროტესი არ ხარ…” – ნინო ნადირაძე
ტელეკომპანია იმედის წამყვანმა ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო გააზიარა და აღნიშნა, რომ მასზე ენა ცუდად არავის არ უნდა მოუბრუნდეს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. ნახვები : 3,786
-
ვინ შექმნა ჩვენი ეროვნული ნაკრების ფორმა და რა ღირს ორიგინალი ბრენდის საიტზე?
ჩვენი ფეხბურთელების ფორმა ქართული სულის და იტალიური ოსტატობის უნიკალური შერწყმაა. ფორმის დიზაინი ეკუთვნის ჯგუფ „ვინდფორსს“ ვატო ქავთარაძის ხელმძღვანელობით. და აი, ამ ფორმის ფერები – თეთრი და წითელი – კიდევ…