საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სარკინიგზო შემთხვევის გამო, ორი თანამშრომელი დაიღუპა. როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, ამ დროისთვის, გაჩერებულია. “დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით. “საქართველოს რკინიგზა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს”, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა ხდება ბათუმი-თბილისის რეისზე: მატარებელი ორ საათზე მეტია გაჩერებულია და დაღუპულია ორი ადამიანი
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
რიკოთზე მომხდარი საშინელი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მესამე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი – დეტალები
რიკოთზე, 29ივნისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა. ორივე გარდაცვლილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდანაა. მესამე დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 29 ივნისს მოხდა მოხდა. მსუბუქი…
-
ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთთან მატჩის შემდეგ მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)
ევროპის ჩემპიონატის მერვედშინალში საქართველო ესპანეთთან 4:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი კომენტარი გააკეთა. ნახვები : 2,708
-
ვინ არის 14 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს “თავზე დაახტა”?
ვინ არის 14 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს “თავზე დაახტა”? წყარო: “რუსთავი 2” ნახვები : 5,361
-
-
რა “უწინასწარმეტყველეს” “სიმპსონებმა” საქართველოს ნაკრებს – რა ახდა მულტფილმიდან
მსოფლიოში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს საზოგადოების ნაწილი ხშირად უკავშირებს ნათელმხილველებსა და წინასწარმეტყველებებს, ამა თუ იმ მოვლენის გახსენებისას, ხშირად ვიგებთ მაიას ტომის, ვანგასა თუ სხვათა სახელებსა და გვარებს, თუმცა ამჯერად ყურადღება…
-
მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი – სად დატრიალდა საშინელი ტრაგედია (დეტალები)
ძლიერმა წვიმამ ნეპალში მეწყერი გამოიწვია, შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. კატასტროფების სამაშველო და შემცირების მართვის ეროვნული სამსახურის…