საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სარკინიგზო შემთხვევის გამო, ორი თანამშრომელი დაიღუპა. როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, ამ დროისთვის, გაჩერებულია. “დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით. “საქართველოს რკინიგზა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს”, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა ხდება ბათუმი-თბილისის რეისზე: მატარებელი ორ საათზე მეტია გაჩერებულია და დაღუპულია ორი ადამიანი
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
ცნობილია, ევრო 2024-ის ტოპ 5 ფეხბურთელი
ბრიტანულმა რადიომ, TalkSport-მა 5 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებმაც ჯერჯერობით ევრო 2024-ზე საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვეს. TalkSport-ის რეიტინგში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელიც მოხვდა და გიორგი მამარდაშვილი გამოარჩიეს. „საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი…
-
აპირებს თუ არა ვილი სანიოლი ეროვნულ ნაკრებში დარჩენას – მწვრთნელმა ქვეყანა უკვე დატოვა
საქართველო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, საქართველო გვიან ღამით დატოვა. სანიოლი საზეიმო ვახშმიდან პირდაპირ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მივიდა. გამგზავრებამდე სანიოლმა ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. მათ შორის იყო კითხვა…
-
გაირკვა რა იყო ქართველი პილოტის უკანასკნელი სიტყვები საზარელი ავიაკატასტროფის წინ და სხვა ახალი დეტალები
2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლებისდროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა. სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო…
-
რას აცხადებენ ბუდუ ზივზივაძე და მისი მამა დიმა ობოლაძესთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე
ბუდუ ზივზივაძე და მისი მამა კახა ზივზივაძე ეხმიანებიან დიმა ობოლაძის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მან ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების წევრ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვა არ მისცა. საქართველოს…
-
ტედი რინერის პირველი კომენტარი გურამ თუშიშვილთან დაპირისპირების შემდეგ
ტედი რინერმა, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე თავის კარიერაში მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, კომენტარი გააკეთა მეოთხედფინალურ შეხვედრის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც, ქართველმა სპორტსმენმა გურამ თუშიშვილმა და მან, ტატამზე ურთიერთობის გარკვევა…
-
რა ბუდუს ვუთხარი, ხალხო, რეებს იგონებთ?! ასე უსამართლოდ ადამიანის გადავლა არ არის ლამაზი. თვითონ ბუდუსაც შეგიძლიათ დაელაპარაკოთ – რას პასუხობს დიმიტრი ობოლაძე მის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას
„ტელეიმედის“ სპორტული ჟურნალისტი დიმიტრი ობოლაძე სპეციალური ვიდეომიმართვით ეხმიანება მის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მან ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების წევრ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვა არ მისცა. „სქრინებს მიყრიან…