აშშ-ში ქალი სამსახურში გარდაიცვალა, თუმცა თანამშრომლებმა ეს მხოლოდ 4 დღის შემდეგ შენიშნეს.
The Guardian-ის ინფორმაციით, საბანკო კორპორაცია Wells Fargo-ს თანამშრომელი, 60 წლის დენიზ პრიუდომი სამსახურში 16 აგვისტოს მივიდა და 16:55 საათზე გარდაიცვალა. კოლეგებმა კი მისი ცხედარი მხოლოდ 20 აგვისტოს აღმოაჩინეს, როცა უსიამოვნო სუნმა შეაწუხათ – პრიუდომის მაგიდა ოფისში სხვა სამუშაო ადგილებიდან ტიხრებით იყო გამოყოფილი.
ბანკში მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამენ. ამასთან, დაწყებულია შიდა გამოძიება, იმის დასადგენად თუ რატომ ვერ შენიშნეს პრიუდომის ცხედარი უფრო ადრე.