ცნობილია ვარკეთილში მოკლული ახალგაზრდების ვინაობა – „დაბადების დღეზე იყვნენ ერთად, მერე ნიკო დარჩა ბაჩოსთან სახლში… გამთენიისას მისულა და მოუკლავს ორივე”

ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. “ამბების” ინფორმაციით, კონფლიქტი, რომელსაც 39 წლის ბაჩო ბაშარულისა და 40 წლის ნიკა არჩვაძის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაბადების დღეზე დაიწყო. როგორც მოკლული ნიკოლოზ არჩვაძის ახლობელი აცხადებს, იგი თბილისში სტუმრად იმყოფებოდა.

„თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში ცხოვრობდა. თბილისში სტუმრად იმყოფებოდა. ზუსტად რა მოხდა, არ ვიცით. ვიცი, რომ დაბადების დღეზე იყვნენ ერთად, მერე ნიკო დარჩა ბაჩოსთან სახლში. ამბობენ, დაბადების დღეზე მოხდა ჩხუბიო, გამთენიისას მისულა მკვლელი და მოუკლავს ორივე.

ბაჩო მხატ­ვა­რი იყო, 3 შვი­ლის მამა სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი, ნი­კო­ლოზს 2 შვი­ლი დარ­ჩა”“, – აცხადებს მოკლულის ოჯახის ახლობელი.

მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ორი­ვე მათ­გა­ნი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. პო­ლი­ცი­ამ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ი.კ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი უკვე და­ა­კა­ვა. მას 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

ambebi.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ