ჟურნალისტმა, ცოტა ხნის წინ, ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ჰყვება, თუ როგორ მიაკვლია ბიოლოგიურ მშობლებს.
„მესმის და ვითვალისწინებ ყველა იმ ადამიანის მიმართ პასუხისმგებლობას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყო ჩართული ჩემი მშობლების მოძიებაში და მეხმარებოდა ყველანაირად. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ჩემმა მშობლებმაც არ იციან, რომ ჩემი მშობლები არიან, ყველა დეტალს ვერ დავწერ, სანამ მათ პირადად არ ვნახავ. რამდენიმე დღეში ვნახავ მათ პირადად და დეტალებს მოგაწვდით.
საიდან ვიცი, რომ ჩემი მშობლები – ჩემი მშობლები არიან, თუ მათ არ იციან? – საიდან და გენეტიკური ტესტის წყალობით დადასტურდა, რომ ისინი ნამდვილად ჩემი მშობლები არიან. ეს ტესტი გაიკეთა ჩემმა ნათესავმა და შემდგომ ყველაფერი გაირკვა. ასე რომ, ცოტაც დარჩა. ვნახავ და შემდეგ დანარჩენ ინფორმაციასაც მოგაწვდით,“ – ამბობს ჟურნალისტი ახალ მიმართვაში.
ცნობისთვის, ტელეწამყვანმა 8-წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მშობლები იპოვა.