„გენეტიკური ტესტით დადასტურდა, რომ ჩემი მშობლები არიან“ – თამუნა მუსერიძე ახალ მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტმა, ცოტა ხნის წინ, ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ჰყვება, თუ როგორ მიაკვლია ბიოლოგიურ მშობლებს.

„მესმის და ვითვალისწინებ ყველა იმ ადამიანის მიმართ პასუხისმგებლობას, რო­მე­ლიც მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ჩარ­თუ­ლი ჩემი მშობ­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში და მეხ­მა­რე­ბო­და ყვე­ლა­ნა­ი­რად. მაგ­რამ, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ თა­ვად ჩემ­მა მშობ­ლებ­მაც არ იცი­ან, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან, ყვე­ლა დე­ტალს ვერ დავ­წერ, სა­ნამ მათ პი­რა­დად არ ვნა­ხავ. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვნა­ხავ მათ პი­რა­დად და დე­ტა­ლებს მო­გაწ­ვდით. 

სა­ი­დან ვიცი, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი – ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან, თუ მათ არ იცი­ან? – სა­ი­დან და გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტის წყა­ლო­ბით და­დას­ტურ­და, რომ ისი­ნი ნამ­დვი­ლად ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან. ეს ტეს­ტი გა­ი­კე­თა ჩემ­მა ნა­თე­სავ­მა და შემ­დგომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა. ასე რომ, ცო­ტაც დარ­ჩა. ვნა­ხავ და შემ­დეგ და­ნარ­ჩენ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც მო­გაწ­ვდით,“ – ამბობს ჟურნალისტი ახალ მიმართვაში.

ცნობისთვის, ტე­ლე­წამ­ყვან­მა 8-წლიანი ძებნის შემდეგ ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი იპო­ვა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ