სასტიკი დანაშაულის ახალი დეტალები: 28 წლის ბიჭის წამებით მკვლელობისთვის 56 და 65 წლის ძმები დააკავეს 

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზღუ­დერ­ში, სა­დაც 28 წლის ნიკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი სას­ტი­კად მოკ­ლეს – ახალ­გაზ­რდა, სკამ­ზე და­ა­ბეს, ხე­ლე­ბი შე­უკ­რეს და გა­გუ­დეს.

ამის თო­ა­ბა­ზე შსს-ს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცახ­დე­ბა­შიც არის ლა­პა­რა­კი.

“პო­ლი­ცი­ამ შიდა ქარ­თლში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნა – და­კა­ვე­ბუ­ლია 2 პირი. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.მ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო მისი ძმა 1959 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.მ. ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1996 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.ჯ.-ს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით, თო­კით ხე­ლე­ბი შე­უკ­რეს და გა­გუ­დეს”.

სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­ხდარს წინ კონ­ფლიქ­ტი უძღო­და.

“მთა­ვა­რი არ­ხის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით 56 და 65 წლის ძმე­ბი მე­დოშ­ვი­ლე­ბი და­ა­კა­ვეს.

შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი წუ­ხელ გვი­ან ღა­მით მოხ­და.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ამ დრომ­დე პო­ლი­ცია იცავს. ად­გილ­ზე რჩე­ბი­ან შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. მოკ­ლუ­ლის ცხე­და­რი კი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლშია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი. ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლო­ე­ბას უჭირს პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე თუ რა გახ­და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­ტი­ვი, რო­გორც სო­ფელ ზღუ­დერ­ში ყვე­ბი­ან მხა­რე­ებს შო­რის აქამ­დე კონ­ფლიქ­ტი არა­სო­დეს მომ­ხდა­რა.

“ჩემ ხელ­ში გა­ი­ზარ­და, სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით გავ­ზარ­დე, რო­გორ არ მეტ­კი­ნე­ბა… არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია ამ ბავ­შვს. ქე­ი­ფობ­დნენ სუფ­რა­ზე, გა­მო­ვი­და და… ჩხუ­ბი მო­უ­ვი­დათ… კი იჩხუ­ბეს მაგ­რამ, ან ხელი და­არ­ტყი, ან სი­ტყვი­ე­რად გა­არ­ჩი­ეთ… ასე სა­სიკ­ვდი­ლოდ? ხე­ლე­ბი შე­უკ­რეს და ისე ცე­მეს ბავ­შვი. გა­ვი­გე, რომ უკან ჰქონ­და ხე­ლე­ბი შეკ­რუ­ლი, რომ ვერ მო­ე­რივ­ნენ, მერე შე­უკ­რეს. ყელ­ზე ნა­თი­თუ­რე­ბი და ჩა­ლურ­ჯე­ბე­ბი აქვს, მუხ­ლე­ბი დას­ხვე­პი­ლი ჰქონ­და, სულ ტა­ლახ­შია ნა­გო­რა­ვე­ბი, თავი დარ­ტყმუ­ლი აქვს,” – აცხა­დებს მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდის ახ­ლო­ბე­ლი.

“სა­უ­კე­თე­სო, გუ­ლი­ა­ნი ბიჭი მოკ­ლეს. რო­გორ გა­ი­მე­ტეს, თან ასე­თი წა­მე­ბის­თვის, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვართ ყვე­ლა”, – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლი­ლის ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი.

ბრალ­დე­ბუ­ლი ძმე­ბი მე­დოშ­ვი­ლე­ბი, ქა­რე­ლის პო­ლი­ცი­ამ გვი­ან ღა­მით და­ა­კა­ვა, ისი­ნი გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი არი­ან წი­ნას­წა­რი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში და ბრა­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გაც­ნო­ბას ელო­დე­ბი­ან. მომ­ხდარ­ზე საქ­მე და­წყე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ორი მუხ­ლით. ერთი გუ­ლის­ხმობს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და მე­ო­რე მკვლე­ო­ბა­ში დახ­მა­რე­ბას. ბრა­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გაც­ნო­ბის შემ­დეგ ბრალ­დე­ბულ ძმებს სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­იყ­ვა­ნენ, სა­დაც მო­სა­მარ­თლე აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იმ­სჯე­ლებს.

შესაძლოა დაგაინტერესოთ