რუსთაველის და თავისუფალ თეატრში ხართ, ერთიანობაში 1000 ლარს სცდება შემოსავალი? – ამ კითხვას მსახიობი გოგა ბარბაქაძე გადაცემაში “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” პასუხობს.“ხანდახან სცდება, ხან არა. თავისუფალ თეატრს ბიუჯეტი, დაფინანსება არ აქვს, ბილეთების შემოსავლით არის. ხანდახან 20 ლარიც არ ამიღია სპექტაკლში. დამთავრებულა სპექტაკლი 20 ლარი ამიღია და წამოვსულვარ, 15-იც და 10-იც ყოფილა.
იყო ერთი ამბავი, როცა ცხენები გვჭირდებოდა ფილმში, მსახიობებს აძლევდნენ 50 ლარს, ცხენს 100 დოლარს. რატომ ხდება ასეთქო? – მსახიობები ბევრნი არიანო, თუ ის უარს იტყვის გავუშვებთო, ცხენები ცოტა არიან, ცხენები რომ არ გვყავდეს რას ვიზამთო.
“თოვლის ბაბუა ვიყავი, ახალ წელს ბავშვებს ვახარებდი, ამაში თანხას ვიღებდი, ოღონდ ეს მხოლოდ 31 დეკემბერს ხდებოდა, სახლში ვერ ვხვდებოდი ახლა წელს, გამთენიისას მივდიოდი. თანხა 300-400 მქონდა ხოლმე”, – აცხადებს ბარბაქაძე.