როგორც ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი მეგა ტვ-თან საუბრისას აცხადებს 23 წლის ბიჭი სასტიკადაა ნაცემი:
“სასტიკადაა ნაცემი, ცხედარი დაშლილი იყო უკვე ,სამი დღის მკვდარი ვიპოვეთ , ვიღაც გამვლელმა ნახა ისიც შემთხვევით , საკუთარმა მამამაც ვერ ამოიცნო ისეთ დღეში იყო, მხოლოდ ჯვრით მოხდა მისი ამოცნობა , პირადი ნივთები, მობილური დაკარგულია, აიქლაუდი ჩვენ გავტეხეთ და ყველაფერი წაშლილი დაგვხვდა. “
ოჯახის ახლობლის თქმით პოლიცია ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს, თუმცა ოჯახი ამ ვერსიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება . ისინი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ , რათა ზუსტად დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი და მოხდეს დამნაშავეთა დროული დაკავება და დასჯა.
ოჯახი 4 დღის განმავლობაში ეძებდა, 23 წლის თემო ხადურს, ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი არასრულწლოვანმა სოფელ სიმონეთში, ხელოვნურ ტბაში შემთხვევით იპოვა.