პოეტი გელა დაიაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოების იმ ნაწილს, მიმართავს, რომლებიც მისი წარსული, პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობენ.
„არ ვიცი, ღირს თუ არა ამ სტატუსის დაწერა… უბრალოდ, ერთის თქმა მინდა”, – ჩემი ცხოვრება მარტივად გასავლელი არ ყოფილა. ეს ყველამ იცის, მაგრამ გრძნობით მარტო ის იგრძნობს, ვისაც მსგავსი ან თუნდაც მიახლოებული ტკივილი განუცდია. ცუდია, როცა არ იცნობ ადამიანს, არ იცი მისი ცხოვრებისეული დეტალები და კომენტარს (თუ ვარაუდს) გამოთქვამს მის ცხოვრებაზე, პირადულზე. მსუბუქად რომ ვთქვათ, ჭორაობა ჰქვია ამას.
„საწყალი მაგის ცოლი”… „სიცოცხლეში მიეხედა საწყალი გოგოსთვის”, „ნეტავ თუ ესმის მაგის ცოლს..” და მსგავსი კომენტარები ჭორაობაა, ჩემო კარგებო. თან ისეთი ჭორაობა, ადამიანობასთან რომ არ აქვს კავშირი. ნორმალური ადამიანი ამ ტკივილს გაიგებს და რბილად შეეხება…ვისაც გინდათ, რომ გავუტყდე ცხოვრების ტკივილებს, იმედს გაგიცრუებთ… მხნედ ვარ, თბილი ოჯახი მაქვს, მოაზროვნე და უფლის მოყვარე მეუღლე და ყველაფერს ერთად, მშვიდად და თბილად ვუძლებთ.ვიცი, არ ღირდა ამდენ საუბრად, ის ადამიანები, ვისაც ეს სტატუსი ეძღვნებათ, მაგრამ იყოს…P.S. მადლობა, თბილ ხალხს… ვისაც ესმის ჩემი… საბედნიეროდ, ბევრია კარგი ადამიანები”, – წერს გელა დაიაური.