“ბავ­შვს ენის “პა­რა­ლი­ჩი” დაემართა და ნორ­მა­ლუ­რად ვერ მე­ტყვე­ლებს – ბავ­შვებს ში­შე­ბი დას­ჩემ­დათ, ისე და­ის­ტრესნენ მა­შინ და ახლა რა დღე­ში იქ­ნე­ბი­ან…” – რას ყვება გურჯაანში, ქმრის მიერ მოკლული ქალის მეგობარი

“ზვიადმა თვე­ნა­ხე­ვა­რი იქ­ნე­ბა, რაც ციხე და­ტო­ვა და ახლა ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია და­ატ­რი­ა­ლა, სამი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა. ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია და­ატ­რი­ა­ლა და არ იფიქ­რა შვი­ლებ­ზე, რო­მე­ლიც ისე­დაც დას­ტრე­სი­ლე­ბი იყ­ვნენ ადრე მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის გამო. უმ­ცროს გო­გო­ნა­ზე ისე იმოქ­მე­და დე­დის დაჭ­რამ, რომ ბავ­შვს და­ე­მარ­თა ენის “პა­რა­ლი­ჩი” და ნორ­მა­ლუ­რად ვერ მე­ტყვე­ლებს. ბავ­შვებს ში­შე­ბი დას­ჩემ­დათ, ისე და­ის­ტრესნენ მა­შინ და ახლა რა დღე­ში იქ­ნე­ბი­ან, ამის წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და. ცი­ხი­დან თვე­ნა­ხევ­რის წინ გა­მო­ვი­და, ერ­თად წა­ვიდ­ნენ და­სას­ვე­ნებ­ლად სვა­ნეთ­ში, მერე რა­ჭა­ში და იქი­დან ახა­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ,” – ამის შესახებ, გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახა­შენ­ში მომ­ხდარ შემ­ზა­რავ, სამ­მაგ მკვლე­ლო­ბის საქმეზე, მოკლული ქალის, ფიქ­რია თუ­ლუ­ღაშ­ვი­ლის ოჯახის ახლობელი ყვება.

ცე­ცხლსასლრო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან, ბრალდებულ ზვი­ა­დ ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ფიქ­რია თუ­ლუ­ღაშ­ვი­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლის ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი მალ­ხაზ მა­მი­საშ­ვი­ლი და როინ კო­ბი­აშ­ვი­ლი. სამი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა.

“ბრალ­დე­ბუ­ლი ზვი­ად ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ერ­თდღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს.

ზვი­ა­დი თა­ვი­დან არა­აგ­რე­სი­უ­ლი და ოჯახ­ზე გა­დამ­კვდა­რი ბიჭი იყო, მაგ­რამ და­ლე­ვა უყ­ვარ­და და და­ლე­ვის დროს სულ სხვა­ნა­ი­რი ხდე­ბო­და. ამას და­ე­მა­ტა ის, რომ მან და­ი­წყო მო­სა­წე­ვი ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბა, ეს აი­სა­ხა მის ორ­გა­ნიზ­მზე და ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი და­ე­წყო. რა­ღა­ცე­ე­ბი ეჩ­ვე­ნე­ბო­და ხოლ­მე. ფიქ­რია მიყ­ვე­ბო­და, ამ­ბობს, ოთახ­ში ვი­ღა­ცამ გა­ი­ა­რა, ფარ­დის უკან ვი­ღაც დგა­სო… ეჭ­ვი­ა­ნიც გახ­და, არა­და, ფიქ­რი­ას არა­სო­დეს მი­უ­ცია მის­თვის ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სა­ბა­ბი. უწე­სი­ე­რე­სი და უკარ­გე­სი გოგო იყო. იმ­დე­ნად პა­ტი­ო­სა­ნი, რომ მარ­თლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მას­ზე ეეჭ­ვი­ა­ნა. მაგ­რამ ამ მო­სა­წე­ვე­ბის გამო იმ­დე­ნად შე­ი­შა­ლა, თურ­მე სა­დარ­ბა­ზო­შიც ყა­რა­უ­ლობ­და ცოლს და თუ სად­მე წა­ვი­დო­და, უკან მიჰ­ყვე­ბო­და. ეს მერე თვი­თონ უთხრა თურ­მე ფიქ­რი­ას, რომ გე­უბ­ნე­ბო­დი ახა­შენ­ში მივ­დი­ვარ, მაგ დროს სა­დარ­ბა­ზო­ში გყა­რა­უ­ლობ­დიო. და­ლე­ვა უყ­ვარ­და, ვიდ­რე არ გა­ი­თი­შე­ბო­და, იქამ­დე არ ჩერ­დე­ბო­და ხოლ­მე. მერე არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ხდე­ბო­და.

ზვი­ად­მა ცოლი დაჭ­რა, მა­შინ ფიქ­რია სას­წა­უ­ლად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის ორი წლის წინ და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი მა­ში­ნაც სწო­რედ იმ სახ­ლში მოხ­და, სა­დაც ახლა ეს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და.”

ინტერვიუს ვრცლად სანახავად გადადით ლინკზე: https://www.ambebi.ge/article/314503-pikrias-zma-emudareboda-miatove-mozalade-kmario/

შესაძლოა დაგაინტერესოთ