სენაკში, მდინარეში 22 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო.
ადგილობრივების ცნობით, მან წყლიდან ამოყვინთვა ვერ შეძლო.
ამავე ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ტეხურადან მალევე ამოასვენეს.
უბედური შემთხვევა გუშინ, სოფელ ნოქალაქევთან მოხდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.