ალასკაზე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ქალაქ კეტჩიკანში მიწის გიგანტური მასის ჩამოწოლა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. სტიქიის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
მეწყერმა ახლომდებარე ტერიტორიაზე ათობით საცხოვრებელი სახლი მნიშვნელოვნად დააზიანა. ქალაქს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სტიქიის ზონაში მეწყრის განმეორებით ჩამოწოლის მაღალი რისკი არსებობს.