მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი შეყვარებულები არიან. მომღერლისა და მსახიობის რომანის შესახებ, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, თუმცა ამ ფაქტის შესახებ მარიამს საუბარი არ სურდა. ზოგადად, ბოლო დროს, მარიამი მედიასთან პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს ერიდება.
“ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ ფოტოზე, სადაც წყვილი ერთადაა, კომენტარებში ბედნიერებას უსურვებენ და მარიამს არჩევანს უწონებენ.
“საყვარელი გოგო ხარ, მიხარია შენი ბედნიერება…“
“როგორ გამიხარდა, იბედნიერეთ და იმრავალჟამიერეთ!“
“როგორ მიხარია! მარიამ, თქვენ ხართ საუკეთესო გოგო! იმსახურებთ უდიდეს ბედნიერებას.“
კომენტარზე ვახო კანდელაკს დავუკავშირდით. როგორც მან გვითხრა, ისინი ჯერ არ დაოჯახებულან.
ვახო კანდელაკი:
– უბრალოდ, ის ფოტოა, რომელიც მოგვინდა დაგვედო, სერიოზული არაფერია.
– გვიდასტურებთ, რომ დიდი ხანია შეყვარებულები ხართ და ერთად ხართ.
– ნაკლებად ვაკეთებთ ამ თემაზე კომენტარს, უბრალოდ, სოციალურ ქსელში დავდეთ ფოტო. პრესას და ჟურნალისტებს ნაკლებად ვაძლევთ მაგ თემაზე კომენტარს.
– თუმცა ერთად ხართ…
– კი, ბატონო
მომღერალ მარიამ როინიშვილს საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს, როდესაც პოპულარულ დედასთან, თამრიკო ჭოხონელიძესთან იდგა სცენაზე. ადრეულ ასაკში მსახიობ გიორგი მახარაძეზე დაოჯახდა, თუმცა წყვილის ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. მათ საერთო ქალიშვილი ჰყავს. წლების შემდეგ გიორგი მახარაძე მეორედ მსახიობ მარიამ ნადირაძეზე დაოჯახდა.
რაც შეეხება ვახო კანდელაკს, ის მსახიობია და ტელეწამყვანად წლებია, რაც სხვადასხვა არხზე მუშაობს. მას პირველი ქორწინებიდან 11 წლის ვაჟი ჰყავს, მისი მეუღლე ჟურნალისტი თაკო ასათიანი გახლდათ.