ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ლეგენდარული შვედი მწვრთნელი, სვენ-გორან ერიკსონი გარდაიცვალა.
BBC-ს ცნობით, ის 76 წლის იყო. მწვრთნელის გარდაცვალება მისმა ოჯახმა დაადასტურა. მათი განცხადების თანახმად, ის სახლში გარდაიცვალა. იანვარში ერიკსონს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
აგვისტოში გამოვიდა დოკუმენტური ფილმი ერიკსონის შესახებ, რომლის ბოლოსაც მწვრთნელის გზავნილიც გაჟღერდა: „იმედი მაქვს, რომ დამიმახსოვრებთ, როგორც პოზიტიურ კაცს, რომელიც ცდილობდა გაეკეთებინა ყველაფერი, რაც შეეძლო. გაიღიმეთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის მწვრთნელებს, მოთამაშეებს, ფანებს – ყველაფერი ფანტასტიკური იყო. თავს გაუფრთხილდით, გაუფრთხილდით თქვენს სიცოცხლეს. და იცხოვრეთ ის“.
თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ერიკსონი 12 საფეხბურთო კლუბს წვრთნიდა, მათ შორის „მანჩესტერ სიტის“, „ლესტერს“, „რომასა“ და „ლაციოს“ და ხელმძღვანელობდა ინგლისის, კოტ-დ’ივუარის, მექსიკისა და ფილიპინების საფეხბურთო ნაკრებებს.