ტაილანდში, ტურისტულ კუნძულ ფუკეტზე ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა, სულ მცირე, 5 პირი იმსხვერპლა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის რუსი ცოლ-ქმარიცაა. წყვილი კუნძულზე დასასვენებლად ჩავიდა. მათი განმარტებით, პოლიცია სხვა დაღუპულების ვინაობის დადგენას ცდილობს.
“დილის 2 საათზე დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია, რამაც სახლები დააზიანა. ტერიტორიის მცხოვრებლები გაოცებულები იყვნენ”, – აღნიშნავენ პოლიციაში.