მარიამ როინიშვილი თავის მომავალს ტელეწამყვანს უკავშირებს?! – ვინ არის მამაკაცი, რომელიც მომღერლის გვერდით სულ უფრო ხშირად ჩნდება? (ფოტოები)

მუსიკოსი და ცნობილი მშობლების შვილი მარიამ როინიშვილი წლების წინ დაშორდა პირველ მეუღლეს – გიორგი მახარაძეს, რომელთანაც ერთი ქალიშვილი – ელენე ჰყავს. ყოფილი ცოლ-ქმარი მეგობრობს და მარიამს გიორგის მეორე მეუღლესთან – მსახიობ მარიამ ნადირაძესთანაც კარგი ურთიერთობა აქვს.

ამ წლების განმავლობაში მარიამის გვერდით არავინ გამოჩენილა. ბოლო პერიოდში კი მარიამი სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკთან ერთად.

ვახოსაც ჰყავდა პირველი ოჯახი და ვაჟი ჰყავს პირველი ქორწინებიდან.

მარიამმა ვახოსთან ერთად გადაღებული მორიგი სახალისო ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც უამრავი მოწონება და კომენტარი ხვდა წილად და წყვილს ბედნიერებას უსურვებენ.

mshobelbi.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ