რატომ არის რიკოთზე მოძრაობა შეზღუდული? – საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

რიკოთის უღელტეხილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ მოძრაობა აღდგენილია:

“რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს
🔴 რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო
🔵 კერძოდ, სოფელ ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა
🔵 გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა”

შესაძლოა დაგაინტერესოთ