ბრაზილიაში, სან-პაულუს შტატში ტყის ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად 30 ქალაქი დაზარალდა.
მედიის ცნობთ, დაღუპულები ერთ-ერთი სამრეწველო ქარხნის თანამშრომლები არიან, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ.
მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია ,რომ ძლიერი ქარის გამო შესაძლოა ხანძარი სწრაფად გავრცელდეს, ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
სან-პაულუს შტატის მთავრობამ ტყის ხანძართან საბრძოლველად სპეციალური საგანგებო კომიტეტი შექმნა