“მოკლულებს 3-3 ტყვია აქვთ თავში მოხვედრილი” – შემაძრწუნებელი მკვლელობის ახალი დეტალები

ვარკვეთილში 2 ახალგაზრდა კაცი მეზობელმა იარაღიდან გასროლით მოკლა. საზარელი შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

როგორც მოკლულის ახლობელმა აღნიშნა, მეზობლებს ერთმანეთში ყოფით ნიადაგზე ჯერ კამათი, შემდეგ კი ჩხუბი მოუვიდათ. ერთმა მათგანმა იარაღით 2 კაცი მოკლა.

“მოკლულებს 3-3 ტყვია აქვთ თავში მოხვედრილი”, – თქვა ერთ-რთი გარდაცვლილის ახლობელმა,

ამ დროისთვის, ცხედრები ექსპერტიზიდან სახლში გადაასვენეს.

შესაძლოა დაგაინტერესოთ