„გესალმებოდა ისე გულითადად, რომ კაცს გეგონებოდა, მხოლოდ შენს ნახვას ელოდა მთელი დღის მანძილზეო!“ – მამა თეიმურაზის ცხედარი წმ. დოდო გარეჯელის ტაძარში გადაასვენეს (ვიდეო)

მამა თეიმურაზ ქორიძეს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან. ბლოგერი ბექა ერიაშვილი მამა თეიმურაზ ქორიძეს იხსენებს.

როგორც ერიაშვილი წერს, მამა თეიმურაზი ნამდვილი ღვთისნიერი ადამიანი და ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო.

„ბევრს შეგხვდებოდათ უკვე მამა თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალებაზე სამძიმრის პოსტები, მისი ქადაგებები და ლექსები გაზიარებული. ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანი იყო და მინდა ჩემი ორი სიტყვა ვთქვა მასზე და ავხსნა რატომაც.

ვიცნობდი სასულიერო სემინარიიდან, ჩემზე ერთი კურსით წინ იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახლო ურთიერთობა არ გვქონია, მხოლოდ რამდენიმეჯერ გვაქვს ნასაუბრები და შეხვედრისას ოდენ მისალმებით შემოვიფარგლებოდით ხოლმე, ამითაც კი ვხვდებოდი, რომ საოცარი პიროვნება იყო. გესალმებოდა ისე გულითადად, ისეთი სიყვარულით, რომ კაცს გეგონებოდა, მხოლოდ შენს ნახვას ელოდა მთელი დღის მანძილზეო! როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა ყოფილიყავი, გული სიხარულითა და იმედით გევსებოდა, რომ კიდევ არსებობენ  სიყვარულის უანგაროდ გამცემი ადამიანები და მეორე დღეს ელოდი, რომ ისევ მისალმებოდი. ჰქონდა(აუცილებელი არაა ღმერთის რწმენა, რომ ეს შეგემჩნია და გეგრძნო) რაღაც არაამქვეყნიური ენერგია და მადლმოსილება, ვინც მას იცნობდა, ამაში უკლებლივ ყველა დამეთანხმება. იმ საზარელ ადგილას(სასულიერო სემინარიაში) ანათებდა და იმედის მბჟუტავი სხივი იყო, რომ საქართველოს ეკლესიას კიდევ ჰქონდა მომავალი.

ვინც მიცნობთ იცით, რომ უხიაგი და უნამუსო სამღვდელოება და ეპისკოპატი იმდენჯერ მყავს ნალანძღი, მაგდენი გახარება თქვენ, მაგრამ მამა თეიმურაზი ნამდვილად ღვთისნიერი ადამიანი და ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო! მასთან ერთად მოკვდა ჩემი იმედები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავლის.

მილიონერი ეპისკოპოსები ცოცხლივ ლპებიან ფუფუნებაში, მოსიარულე გვამებად არიან ქცეული და ანგელოზივით მამა თეიმურაზი კიდე, 30 წლის ბიჭი, მიებაროს უნდა მიწას. აბა, სადაა უფლის სამართალი? როგორც ჩანს ზედმეტად კარგი იყო ამ ჯოჯოხეთად ქცეული ქვეყნისთვისა და ეკლესიისთვის.

ნეტა არ მცოდნოდა რა სიკეთისა და ბავშვური კეთილშობილების მატარებელი იყავი, იქნებ ასე არ ჩამგლეჯოდა გული ამ ქვეყნიდან შენი უდროოდ გასვლით,“ – წერს ბექა ერიაშვილი.

შესაძლოა დაგაინტერესოთ
  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    აღმოსავლეთ თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კარლიოვის რაიონში, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების განმარტებით,…

    თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
  • გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი ამ დღეს ბევრი სერიოზული საუბარი გელით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრების დროს სიმშვიდე და ობიექტურობა შეინარჩუნოთ. ემოციებით სავსე ხართ და გარშემო მყოფებიც თითქოს განგებ თქვენს გაღიზიანებას ცდილობენ.ზოგჯერ თქვენი კრიტიკული…

    გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?

    საქართველოში 17.50 წუთზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ქვემო ბოდბე იყო. ნახვები : 6,486

    მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?
  • 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ორ­შა­ბა­თი, მთვა­რის მე­თექ­ვსმე­ტე დღე და­ი­წყე­ბა 21:15-ზე, მთვა­რე მერ­წყულ­შია მშვი­დო­ბი­ა­ნი საქ­მე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბებს მო­ე­რი­დეთ. კარ­გი დღეა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და­სა­წყე­ბად. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნეთ ტაქ­ტი.…

    19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

    სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ საჯავახოში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. “მთავარ არხს”…

    ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
  • „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა 

    ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი ბესო ჩირიკაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ერისიონი“ აქვეყნებს. „გარდაიცვალა „ერისიონის“ მუსიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც 35 წელი უერთგულა თავის საყვარელ საქმეს და ანსამბლს… დიდი დანაკლისია ბატონი…

    „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა