ძლიერი წვიმის შედეგად, ხარაგაულში, სოფელ გედსამანიაში მდინარე უხადურა ადიდდა.
როგორც ირკვევა, ადიდებულმა მდინარემ დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდ-ბოგირები და მოქალაქეთა კერძო საკუთრებები. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. სოფლამდე დაკავშირება საავტომობილო გზით ამ დროისთვის შეუძლებელია.
არსებული ინფორმაციით, დახოცილია შინაური ფრინველი და ცხოველი.