ხალხი შველას ითხოვს:  სოფელთან დაკავშირება საავტომობილო გზით ამ დროისთვის შეუძლებელია…დაზიანებულია გზები, ხიდები, კერძო საკუთრება… (ვიდეო)

ძლიერი წვიმის შედეგად, ხარაგაულში, სოფელ გედსამანიაში მდინარე უხადურა ადიდდა.

როგორც ირკვევა, ადიდებულმა მდინარემ დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდ-ბოგირები და მოქალაქეთა კერძო საკუთრებები. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. სოფლამდე დაკავშირება საავტომობილო გზით ამ დროისთვის შეუძლებელია.

არსებული ინფორმაციით, დახოცილია შინაური ფრინველი და ცხოველი.

ნახეთ კადრები აქ

შესაძლოა დაგაინტერესოთ