21 – 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. „დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია სინოპტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.