“ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა… ტრაგედიის შემდეგ ჰანინმა საუბარი შეწყვიტა” – რას ამბობს კაცი, რომლის ქორწილს ერაყში 120 ადამიანი შეეწირა

ცოტა ხნის წინ, ერა­ყის ჩრდი­ლო­ე­თით, ალ-ჰამ­და­ნი­ას რე­გი­ონ­ში, ქორ­წილ­ში სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და – ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ­თა რე­ვა­ნი­სა და ჰა­ნი­ნის ცეკ­ვი­სას დარ­ბაზ­ში ძლი­ე­რი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, რო­მელ­საც 120 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა და რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

ქორწილში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 100 სტუმარი შეეწირა – სად დატრიალდა ენით აუწერელი საშინელი ტრაგედია (ვიდეო)

https://split.spnews.io/ka/archives/179962/

წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა სა­ბან­კე­ტო დარ­ბაზ­ში ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბის გა­მარ­თვას მოყ­ვა. მე­ო­რე ვერ­სი­ით, შე­საძ­ლოა მოკ­ლე ჩარ­თვა მომ­ხდა­რი­ყო.ხან­ძა­რი დარ­ბაზ­ში რამ­დე­ნი­მე წამ­ში გავ­რცელ­და. სტუმ­რე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა გას­ვლა ვერ მო­ას­წრო და კვამლში გა­ი­გუ­და.

“ცე­ცხლმა გა­მო­იწ­ვია დარ­ბა­ზის ნა­წი­ლე­ბის ჩა­მონ­გრე­ვა აა­ლე­ბა­დი, ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო. რო­გორც წესი, ისი­ნი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ნად­გურ­დე­ბი­ან ხან­ძრის გა­ჩე­ნი­სას“, – აღ­ნიშ­ნა ერა­ყის სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა.

  • ხან­ძრის შემ­დეგ ზო­გი­ერ­თმა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ პა­ტარ­ძა­ლი და საქმროც და­ი­ღუპ­ნენ. მაგ­რამ, რო­გორც გა­ირ­კვა, რე­ვა­ნი და ჰა­ნი­ნი ცო­ცხლე­ბი არი­ან. მომ­ხდა­რის შე­დე­გად გო­გო­ნამ ოჯა­ხის 10 წევ­რი და­კარ­გა, მათ შო­რის დედა და ძმა. მამა კი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

”ჩვენ აქ ვსხედ­ვართ, სა­ნამ ცო­ცხლე­ბი ვართ, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად მკვდრე­ბი ვართ“, – ამ­ბობს საქმრო და აღ­ნიშ­ნავს, რომ მის­მა რჩე­ულ­მა ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სა­უ­ბა­რი შე­წყვი­ტა – მან სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა მი­ი­ღო.

კითხვის გაგრძელება

შესაძლოა დაგაინტერესოთ