ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმელი ახალგაზრდა თორნიკე კურცხალიძე დაიღუპა. “გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ბიჭი, რომელიც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, ელექტრობოძს დაეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, მოტოციკლისტი გარდაცვლილი დახვდა.
„ჩემი უსაყვარლესი თორნიკე, როგორ დამწყდა გული თოკო…
ჩემო ძმაო ეს რა მიქენი?! რა გაგვიკეთე? რატო მიმატოვე…
მეც შენთან ერთად დავასრულე ცხოვრება… ჩემი უსასრულო სიყვარული…
შენს სუფთა გულს ვენაცვალე ძმაო, ნათელში იყოს შენი სული თოკა. მთელი ბათუმის სიამაყე და ყველას მეგობარი იყავი, ვინც კი გიცნობდა ძმაო. მეგობრის სიკვდილი საკუთარი სულის ნაწილის სიკვდილს ჰგავს… მშვიდობით…
რატომ ასე ადრე თოკა?! ჩემო ძმობილო არასდროს დამავიწყდება შენი მომღიმარე ლამაზი სახე. ყოველთვის მემახსოვრები ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს…” – წერენ დაღუპულის ახლობლები სოციალურ ქსელში.
გურია ნიუსი…