ცნობილი კომპოზიტორი ნოდარ ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას მუსიკოსი მიხეილ ზაქარიაშვილი ავრცელებს.
ნოდარ ნიკოლეიშვილს 2018 წელს ვარსკვლავი გაუხსნეს. მის სიმღერებს ცნობილი ქართველი მომღერლები ასრულებდნენ.
„პირველი სიმღერა 1993 წელს დავწერე და ის „ოთხმა გიამ“ შეასრულა. ამის შემდეგ ჩემი სიმღერები იმღერეს: ნუკრი კაპანაძემ, თემურ წიკლაურმა, მერაბ სეფაშვილმა, ტრიო „თბილისმა“, ზურა კობეშავიძემ და სხვებმა.“ – ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში კომპოზიტორი.