”აი თურმე რა გვარია ნანუკა რეალურად…”- ნახეთ ნანუკა სტამბოლიშვილმა თავის გვარზე ყველაფერი გაამხილა

ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი, რომელიც პოპულარულ თურქულ სერიალში მთავარ როლს ასრულებს, ნოე სულაბერიძის გადაცემაში საკუთარი გვარის წარმოშობის შესახებ საუბრობს.

როგორც ნანუკა განმარტავს, მისმა გვარმა საკმაოდ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

“სტამბოლიშვილი ქართული გვარია, ქობულეთიდან, სოფელი ლეღვადან. დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამ გვარმა, ბევრი წერდა, რომ სპეციალურად გადავირქვი, რადგან სტამბოლში ახლახან ჩამოვედი. ბევრი რამე მსმენია ჩემს გვარზე, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. დედის მხრიდან ჩემი ბაბუს დედა არის წარმოშობით თურქეთიდან. ძალიან რთული იყო ახალ რეალობაზე გადაწყობა, ახალი ენა, ახალი ქვეყანა. მართალია ჩამოდიან ხოლმე ჩემი ოჯახის წევრები, მაგრამ მაინც შორს არიან”, – საუბრობს ნანა სტამბოლიშვილი.

ნანუკამ ნოესთან ასევე მეუღლის შესახებ ისაუბრა :

როგორც ნანუკა აღნიშნავს, მისი მეუღლე, ლაშა მგელაძე კაბადოკიაში გასტროლზე გაიცნო და 4 წლის შემდეგ დაქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს.

“16 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მეუღლე გავიცანი. უნივერსიტეტის ანსამბლში გადავედი და წავედით გასტროლზე კაბადოკიაში. მაშინ ჩემი მეუღლის მამა იყო უნივერსიტეტის რექტორი. გასტროლზე გამოგვაყოლა თავისი შვილი და სწორედ იქ გავიცანი ლაშა მგელაძე, არაჩვეულებრივი პიროვნება, ყველასგან განსხვავებული. 4 წელი ვიყავით შეყვარებულები და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავქორწინებულიყავით. ყოველთვის მაოცებს მისი გადაწყვეტილებებით, ესეც ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ველოდებოდი, იმიტომ, რომ იმიტომ. (გულისხმობს თურქულ სერიალში მთავარი როლის შესრულებას). მენატრება და ხშირად ჩამოდის ხოლმე”, – საუბრობს ნანა სტამბოლიშვილი.

შესაძლოა დაგაინტერესოთ