თეატრმცოდნემ, ყველასთვის საყვარელმა ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ, 2013 წელს იქორწინა. მისი რჩეული თეკლა კოსტავაა. წყვილს ქორწინებაში ორი შვილი, სესილია და კიტა შეეძინა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ნიკოლოზისა და თეკლას ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა, როცა მათი უმცროსი ვაჟი მაღალი სართულიდან გადმოვარდა და, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ოჯახზე, კარიერასა და ცხოვრებაზე ნიკოლოზ წულუკიძემ გადაცემაში “ნიკოლოზის კითხვები” ისაუბრა:
ჩემს ცხოვრებაში ცალმხრივი სერიოზული სიყვარული არ ყოფილა და რაღაც მოწონება შეიძლება იყო. თუ ვიგრძნობდი, რომ ცალმხრივობისთვის იყო განწირული, იმას შევეშვებოდი ხოლმე. სანამ დავოჯახდებოდი, არ მგონია, სერიოზულად მყვარებოდა ვინმე. იმ მომენტში, ყოველთვის გგონია, რომ ეს ნამდვილია, მაგრამ დრო რომ გადის და აფასებ, მერე ხვდები, რომ ასე არ არის. სიყვარული სითამამეა. მთავარია, შენს თავში მიხვდე, რომ მის გარეშე არ შეგიძლია სიცოცხლე და მერე ყველაფერს აკეთებ…
მე უკვე მეგონა, რომ საქვეყნოდ ცნობილი პიროვნება ვარ და თეკლამ არ იცოდა, ვინ ვიყავი. გაგაგებინებ-მეთქი, ვიფიქრე და მერე დაიწყო და დაიწყო…
სულ ვცდილობ, ოჯახთან ერთად ვიყო, საზღვარგარეთაც მათთან ერთად დავდივარ. სესილია ყველგან დამყავს, მთელი საქართველო აქვს მოვლილი. სიმკაცრისთვის დედა არსებობს. სესილიასთან პირველი 10 წამის მანძილზე შემიძლია გავბრაზდე, მეთერთმეტე წამს მეც მეცინება და მასაც, ვერ ვარ მკაცრი…
სესილიამ “ჩემი ცოლის დაქალებში” მიიღო მონაწილეობა. მე არ მინდა, მსახიობი იყოს. ერთხელ ვკითხე, ვინ გინდა გამოხვიდე-მეთქი. მსახიობი არაო” – ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.
“ქართული თეატრის ამბავი, ანუ…
სუხიშვილები, ორკესტრი, მსახიობები, მუსიკოსები…
მინდოდა, დამემტკიცებინა ჩემი თავისთვის, რისი გაკეთება შემეძლო იმ ტრაგედიის შემდეგ. ეს კი არ იყო ლექცია სტუდენტებთან ან გადაცემის წაყვანა ტელევიზიაში, ეს იყო პირისპირ რუსთაველის თეატრში თითქმის 800 ადამიანთან.
ამ საღამოს შემდეგ ჩემს თავს დავუმტკიცე, რა შემიძლია. სცენაზე გასვლამდე არ მქონია მომენტი, რომ არ შემიძლია ან ვერ შევძლებ. მე სანდრო ახმეტელისა და თამარ წულუკიძის შვილის გარდაცვალებაზეც ვისაუბრე, ეს ისტორია მოვყევი. მინდოდა, მეჩვენებინა ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის, რომ არ უნდა გაჩერდე. რაც უნდა ძნელი იყოს, უნდა გააგრძელო“, – იხსენებს ნიკოლოზ წულუკიძე.