“ვიწვი ამ უმძიმესი ტრაგედიით, დღეს გაგაცილებთ” – ავარიის შედეგად გარდაცვლილ გოგოს დღეს დაკრძალავენ

სენაკში, ავარიის შედეგად გარდაცვლილ ახალგაზრდას, რუსკა ინალიშვილს, ხვალ დაკრძალავენ.

“ეჰ, რა უნდა ვთქვათ, ჩვენო სიცოცხლით სავსე გოგო…. ვიწვით ამ უმძიმესი ტრაგედიით. ხვალ გაგაცილებთ უკანასკნელ გზაზე. ძალიან ძნელია უშენობა, ჩვენო რუსკა”, –  წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 25 წლის  რუსკა ინალიშვილი 12 აგვისტოს, სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ავტომობილი, რომელშიც 5 პირი იჯდა, ამობრუნდა. ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ოთხი პირი კი, მძიმედ დაშავდა.

ცნობისთვის, რუსკა ინალიშვილის გარდაცვალების გამო, სენაკში, 12 აგვისტოს დაგეგმილი გალაკონცერტი გადაიდო, რომელიც ახალგაზრდების დღეს ეძღვნებოდა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ