სენაკში, ავარიის შედეგად გარდაცვლილ ახალგაზრდას, რუსკა ინალიშვილს, ხვალ დაკრძალავენ.
“ეჰ, რა უნდა ვთქვათ, ჩვენო სიცოცხლით სავსე გოგო…. ვიწვით ამ უმძიმესი ტრაგედიით. ხვალ გაგაცილებთ უკანასკნელ გზაზე. ძალიან ძნელია უშენობა, ჩვენო რუსკა”, – წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 25 წლის რუსკა ინალიშვილი 12 აგვისტოს, სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ავტომობილი, რომელშიც 5 პირი იჯდა, ამობრუნდა. ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ოთხი პირი კი, მძიმედ დაშავდა.
ცნობისთვის, რუსკა ინალიშვილის გარდაცვალების გამო, სენაკში, 12 აგვისტოს დაგეგმილი გალაკონცერტი გადაიდო, რომელიც ახალგაზრდების დღეს ეძღვნებოდა.