17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თქვენ გარშემო ვითარება სწრაფად იცვლება. ეცადეთ, მიზნისკენ ახალი გზებით იაროთ და ახალი შესაძლებლობები იპოვოთ. ახალი ნაცნობობა სასარგებლო იქნება და ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს მეტი უნდა იაქტიუროთ. ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ. თუ გამჭრიახობას და წინდახედულობას გამოიჩენთ, თქვენი წამოწყება სასურველ შედეგს მოიტანს.

კურო

თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგა. ბედი ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. ეცადეთ, ურთიერთობებში მეტი მოქნილობა და დიპლომატია გამოიჩინოთ. ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ ამ გზით მეტს მიაღწევთ და სასარგებლო გამოცდილებას მიიღებთ. ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი სითბო და ყურადღება გმართებთ. წყენა დაივიწყეთ, აპატიეთ და მოწყალება გაეცით.

ტყუპები

ენერგიით სავსე ხართ და ამ დღეს ურთულესი საკითხების გადაჭრა შეგიძლიათ. თქვენი აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩება და მალე სასიკეთო ცვლილებებს მოგიტანთ. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენამ და სხვებზე უფროსობის სურვილმა შეიძლება ურთიერთობებში პრობლემები შეგიქმნათ.

კირჩხიბი

როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, ამ დღეს ყველაზე მეტად აჩქარებას უნდა მოერიდოთ. ყველაფერს მოასწრებთ, თუ ძალებს რაციონალურად გაანაწილებთ. შეიძლება ახლობელმა ადამიანმა გაწყენინოთ, მაგრამ ეცადეთ, აგრესიით არ უპასუხოთ. პირად ურთიერთობებში თავდაჯერებულად მოქმედებთ და იცით, პარტნიორზე შთაბეჭდილება როგორ მოახდინოთ. ეცადეთ ეს შანსი გამოიყენოთ.

ლომი

საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა. სასიამოვნო სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადოთ. ახალი ნაცნობობა და შეხვედრები გელით. გარემოებები თქვენ სასარგებლოდ განვითარდება. უმჯობესია, ფინანსური საკითხების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ. თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, რჩევა საყვარელ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად პრობლემების დავიწყება და მშვიდ გარემოში დასვენება გჭირდებათ.

ქალწული

თუ იაქტიურებთ, შეიძლება შესანიშნავ შედეგებს მიაღწიოთ და სასურველი მიიღოთ. იმედს ნუ დაკარგავთ – თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის, გირჩევთ სხვა ხერხი მოსინჯოთ. როგორი მაცდურიც არ უნდა ჩანდეს, შეთავაზებას დაუფიქრებლად ნუ მიიღებთ. ეცადეთ რეალობას თვალი გაუსწოროთ და მიხვდებით, რომ ყველაფერი, რაც ბედნიერებისთვის გჭირდებათ, ცხვირწინ გაქვთ.

სასწორი

ნაყოფიერი დღეა და განწყობაც შესანიშნავი გაქვთ. რაღაც მოვლენამ შეიძლება გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებთან ადაპტაცია გაიძულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გარეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ და სპორტით დაკავდეთ. გირჩევთ, საკუთარი პრობლემები უახლოეს მეგობართან ერთად განიხილოთ – სავარაუდოდ, მისგან ფასეულ რჩევას მიიღებთ, რომელიც სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ.

მორიელი

ამ დღეს ბასრ საგნებს და ელექტროხელსაწყოებს უნდა ერიდოთ, რათა რამე არ დაიზიანოთ. უმჯობესია, ეს დღე მშვიდად გაატაროთ და დასვენებით დატკბეთ. თუ ვინმეს არ ეთანხმებით, ეს პირდაპირ უნდა უთხრათ, მაგრამ აგრესიის და უხეშობის გარეშე. ვარსკვლავები მარტოსულ ადამიანებს თავგადასავლებს ჰპირდებიან, შეყვარებულებს კი რომანტიკას. მოერიდეთ სპონტანურ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისას და გულწრფელი საუბრებისთვის. ახალ ნაცნობთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. პირველი შთაბეჭდილება შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს და იმედგაცრუებული დარჩეთ. შურიან კოლეგებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, მთავარია, თქვენი საქმიანი თვისებები დამსაქმებლებმა შენიშნონ.

თხის რქა

თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, ოპონენტთან კამათი არ მოგერიდოთ. ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, რომლებიც პერსპექტიულ წინადადებას გთავაზობენ. სწორი მენეჯმენტის პირობებში ამან შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ.

მერწყული

პოზიტიური ცვლილებები გელით, რომლებიც გარკვეულ მოვლენებზე შეხედულებებს შეგიცვლით და თქვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს. მოერიდეთ საპასუხისმგებლო საქმის დაწყებას და მეტი დრო სასიამოვნო სამუშაოს დაუთმეთ. ამ დღეს ყველაზე მეტად პრობლემებისგან თავის დაღწევა და მშვიდ გარემოში დასვენება გჭირდებათ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ტელეფონი გათიშოთ და საღამო სახლში გაატაროთ.

თევზები

ამ დღეს ოჯახური საქმეების კეთება ისე გსიამოვნებთ, როგორც არასდროს. უფრო მეტიც, ის სტრესის მოხსნაში და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, საღამო თავის მოწესრიგებას დაუთმოთ – სტილისტთან წადით, მასაჟი გაიკეთეთ, კარგად გამოიძინეთ და ძალები აღიდგინეთ. ხელსაყრელი დღეა დიდი ხნის წინ გაწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად. მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრამდე მოსაფიქრებლად დრო ითხოვეთ და კითხვას მაშინვე ნუ უპასუხებთ.

funtime.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ
  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    აღმოსავლეთ თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. კატასტროფების მართვის სამსახურის (AFAD) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები კარლიოვის რაიონში, ადგილობრივი დროით 21:15 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების განმარტებით,…

    თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
  • გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი ამ დღეს ბევრი სერიოზული საუბარი გელით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრების დროს სიმშვიდე და ობიექტურობა შეინარჩუნოთ. ემოციებით სავსე ხართ და გარშემო მყოფებიც თითქოს განგებ თქვენს გაღიზიანებას ცდილობენ.ზოგჯერ თქვენი კრიტიკული…

    გაიგეთ რა გელით დღეს – 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?

    საქართველოში 17.50 წუთზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ქვემო ბოდბე იყო. ნახვები : 6,517

    მიწისძვრა კახეთში: სად იყო ეპიცენტრი და რა სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა?
  • 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ორ­შა­ბა­თი, მთვა­რის მე­თექ­ვსმე­ტე დღე და­ი­წყე­ბა 21:15-ზე, მთვა­რე მერ­წყულ­შია მშვი­დო­ბი­ა­ნი საქ­მე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა. კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბებს მო­ე­რი­დეთ. კარ­გი დღეა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და­სა­წყე­ბად. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნეთ ტაქ­ტი.…

    19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

    სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ საჯავახოში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. “მთავარ არხს”…

    ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
  • „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა 

    ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკოსი ბესო ჩირიკაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ერისიონი“ აქვეყნებს. „გარდაიცვალა „ერისიონის“ მუსიკოსი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც 35 წელი უერთგულა თავის საყვარელ საქმეს და ანსამბლს… დიდი დანაკლისია ბატონი…

    „ერისიონის“  მუსიკოსი გარდაიცვალა