მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, ნიკა ნაცვლიშვილი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელშო გავრცელდა. როგორც ირკვევა, ყოფილი პარლამენტარი მძიმე სენს ებრძოდა.
„ნიკაა! გარდაიცვალა მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, ნიკოლოზ ნაცვლიშვილი, საუკეთესო ადამიანი, ერთგული მეგობარი და ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს! ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!“ – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნიკა ნაცვლიშვილი 2004-08 წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების” საარჩევნო სიით.