უმძიმესი კადრი: მამის გამომშვიდობება 22 წლის ქალიშვილთან  – “მიხარია იმის ცოდნა, რომ მისი ორგანოები იცოცხლებს, მაგრამ ამ ტკივილის ვერაფერი გააქრობს”

მძი­მე სა­ნა­ხა­ვია სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის კა­პი­ტა­ნი რობერტ მო­რე­ნო რო­გორ ემ­შვი­დო­ბე­ბა 22 წლის ქა­ლიშ­ვილს სა­ა­ვად­მყო­ფოს დე­რე­ფან­ში. ახალ­გაზ­რდა ქალი შეყ­ვა­რე­ბულ­თან კა­მა­თის დროს და­ი­ღუ­პა. ტრა­გე­დია აშშ-ში, არი­ზო­ნას შტატ­ში დატ­რი­ალ­და. ზაჰ­რია მო­რე­ნოს­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა – უმე­ტე­სად, ოჯა­ხის წევ­რე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი. ისი­ნი ტა­შით აცი­ლე­ბენ გო­გო­ნას, რო­მე­ლიც დო­ნო­რო­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ კა­ბი­ნეტ­ში გა­დაჰ­ყავთ მას მერე, რაც გა­ირ­კვა, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ზაჰ­რია ორ­შა­ბათს, 25 წლის შეყ­ვა­რე­ბულ­თან, ან­ჯე­ლი­ტო ად­რი­ან ოლი­ვას­თან კა­მა­თის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა – ქალი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მან­ქა­ნას წინ გა­და­უდ­გა, რათა მის­თვის წას­ვლის უფ­ლე­ბა არ მი­ე­ცა, თუმ­ცა მა­მა­კაც­მა და­მუხ­რუ­ჭე­ბა ვერ შეძ­ლო. ოლი­ვას­მა იგი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნა. ექი­მებ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნა­ცხა­დებს, რომ 22 წლის ქა­ლის ტვი­ნი უკვე მკვდა­რი იყო.

ოლი­ვა­სი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბი­სა და საფრ­თხის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა 250- დო­ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­დახ­დის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

“ჩემი შვი­ლის ორ­გა­ნო­ებს დო­ნო­რო­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. მი­ხა­რია იმის ცოდ­ნა, რომ მისი ნა­წი­ლე­ბი იცო­ცხლებს, მაგ­რამ ამ ტკი­ვი­ლის გაქ­რო­ბას ვე­რა­ფე­რი შეძ­ლებს”, – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის მამა. ზაჰ­რი­ას ტყუ­პის­ცა­ლი ძმა იზა­კი 2021 წელს ავა­რი­ა­ში და­ი­ღუ­პა.

წყა­რო

შესაძლოა დაგაინტერესოთ