2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
“სირცხვილი შენ! დაასრულა ამან კარიერა და უკვე პარლამენტარობისთვის ემზადება?”– მოქალაქეების კრიტიკა ლაშა ბექაურის მიმართ – დეტალები
მას შემდეფ~გ, რაც ოლიმპიურმა ჩემპიონმალაშა ბექაურმა საქართველოს პრეზიდენტი გააკრიტიკა, სოციალურ ქსელში მოქალაქეების კომენტარები არ წყდება. საზოგადოების ნაწილი ბექაურს გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. იხილეთ კომენტარები: “რუსული კანონის ტერმინოლოგიით რომ ლაპარაკობს.…
-
14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები
ვერძი ვერძებს ვარსკვლავები ეუბნებიან, რომ ეს არის პასიურობის, სიზარმაცის ან მატერიალურ სიკეთეებზე მიჯაჭვულობის დღე. გარემოდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სურვილები გაჩნდება სიხარბის ან ექსტრავაგანტურობისკენ. ამ დღისთვის, არასასურველია, დაგეგმოთ დამღლელი საქმიანობა,…
-
” რა ვქნა, არანაირი გრძნობა არ მაქვს ისეთი ცნობილი და მეტნაკლებად პოპულარული ქართველების გარდაცვალებისას, რადგან…”- რას წერს ვინმე ილია ჭიღლაძე ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ
რა ვქნა, არანაირი გრძნობა არ მაქვს ისეთი ცნობილი და მეტნაკლებად პოპულარული ქართველების გარდაცვალებისას, როდესაც მათ სიცოცხლეში ერთხელაც კი არ დაუფიქსირებიათ ღიად და ხმამაღლა საქართველოს აწმყოსა და მომავლისთვის სწორი სამოქალაქო-პატრიოტული…
-
რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელიას აღმზრდელი ტრენერი იური სიომინი, ვილი სანიოლის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებზე
ქართველი საფეხბურთო გულშემატკივრისთვის კარგად ცნობილმა, იური სიომინმა, რომელმაც მოსკოვის ლოკომოტივში ხვიჩა კვარაცხელიას ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ლომის წილი ითამაშა, საქართველოს ნაკრების გასული მატჩები, სადაც ჩეხეთი და ალბანეთი დავამარცხეთ, შეაფასა. “ევროპის ჩემპიონატმა…
-
„ახლაც გაგვიფრთხილდი და ნელ-ნელა შეგვაჩვიე ამ საშინელებას… ძალიან მენანები, ძალიან” – ზურა ბერიკაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან
მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. ზურას ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან: ბერიკ ჩემო ერთგულო საყვარელო, ალბათ ახლაც გაგვიფრთხილდი და ნელ-ნელა შეგვაჩვიე ამ საშინელებას როგორ მიყვარხარ და სულ…