2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
ზურა ხაჩიძეს ძალიან ახლობელი ადამიანი გარდაეცვალა – ზურა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მომღერალი, ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მას ბებია გარდაეცვალა. “ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბებია ანასტასია შენი სული! მადლობა ყველაფრისთვის! მენატრები”, – წერს მომღერალი. ნახვები : 2,415
-
” სექტემბერში დაიმახსოვრეთ ეს ასე იქნება და ასრულდება..” – ნახეთ ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
ვიდეომიმართვაში ლელა კაკულია ამბობს, რომ არეულობა, რომელიც მსოფლიოს გარშემოა საქართველოსთვის დანაკარგის გარეშე ჩაივლის. “ამ არეულ პერიოდში საქართველოს არ ექნება დიდი დანაკარგი. საქართველო დემოკრატიული და ძლიერი ქვეყანაა. დაიმახსოვრეთ! ეს ასეა…
-
15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ასტროლოგები
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი პრობლემები დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროთ – ეს საქმე სამომავლოდ არ გადადოთ, თუმცა ნუ ცდილობთ, მომხდარი გააზვიადოთ და ბუზი სპილოდ…
-
“ასე გულმხურვალდ აცილებენ” – რა ხდებოდა მოედანზე, როცა ჩაკვეტაძე ტრავმის გამო საკაცით გაიყვანეს (ვიდეო) გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ინგლისის ჩემპიონშიპში გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი ქოვენთრის მასპინძლობს და მატჩის მიწურულისკენ ანგარიში 1:1-ია. აღსანიშნავია, რომ გამათანაბრებელ გოლზე საგოლე გადაცემა სწორედ ქართველმა შეასრულა, რომელმაც შემდგომ მძიმე დაზიანება მიიღო. სამწუხაროდ, ჩაკვეტაძე ექიმებმა…
-
ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მომღერალი, ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მას ბებია გარდაეცვალა. “ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბებია ანასტასია შენი სული! მადლობა ყველაფრისთვის! მენატრები”, – წერს მომღერალი. ნახვები : 4,099