2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
და ჩვენ ეს შევძელით ! მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ძალიან ძალიან ემოციური კადრები ეს უნდა ნახოთ !
და ჩვენ ეს შევძელით ! მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ძალიან ძალიან ემოციური კადრები ეს უნდა ნახოთ ! ნახვები : 3,611
-
მივულოცოთ მერაბ დვალიშვილს დიდი გამარჯვება
მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლაში გაიმარჯვა. ქამრისთვის ის ამჟამინდელ ჩემპიონს, შონ ო’მალის დაუპირისპირდა. UFC 306 ამ წუთებში ლას ვეგასში. “სფეროს” დარბაზში მიმდინარეობდა. 33 წლის დვალიშვილი ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა.…
-
„ზურამ თქვა, ამ ფოტოს ასე დაარქვითო: მარცხნივ – როგორი იყო საქართველო ადრე და… მარჯვნივ – რა დარჩაო“ – რას წერს რეჟისორი ზურა ბერიკაშვილზე?
რეჟისორი სანდრო ელოშვილი ზურა ბერიკაშვილთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებს: „ორი ზურა ბერიკაშვილი არსებობს… მართლა! ერთი ტელევიზორში ნანახი, გადაცემებში, ინტერვიუებში… ოღონდ საოცრად “ცუდი” იყო ხოლმე ამ დროს, დამიჯერეთ! ისეთი მორცხვი იყო,…
-
VIDEO: „წარმოგიდგენიათ? თქვენი ცხოვრება როგორი მოწყენილი იქნებოდა უჩემოდ“ – თამუნა მუსერიძე ახალ გამაოგნებელ ვიდეოს აქვეყნებს
ჟურნალისტი და სოციალური პროექტის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე, რომელიც 8-წლიანი ძიების შემდეგ ზუგდიდში ბიოლოგიურ მამას, გურგენ ხორავას შეხვდა, სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ კადრებს გვიზიარებს. ვიდეოში ჩანს, რომ თამუნა თავის…
-
გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია ვრცელდება
ინგლისის ჩემპიონშიპში გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი ქოვენთრის მასპინძლობს და მატჩის მიწურულისკენ ანგარიში 1:1-ია. აღსანიშნავია, რომ გამათანაბრებელ გოლზე საგოლე გადაცემა სწორედ ქართველმა შეასრულა, რომელმაც შემდგომ მძიმე დაზიანება მიიღო. სამწუხაროდ, ჩაკვეტაძე ექიმებმა…