2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
შონ ო`მალი: “კაი ძმობას გაფიცებ მერაბ, მე არ ვყოფილვარ, ძმაკაცი წერდა იმ სისულელეებს…” – შონ ო’მალი VS მერაბ დვალიშვილი (სრული ბრძოლა) ნახვები : 1,913
-
შონ ო’ მალი ბოდიშს იხდის – რას წერს UFC მებრძოლი სოციალურ ქსელში
ამერიკელმა მებრძოლმა შონ ო’ მალიმ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მარცხის გამო ბოდიში მოუხადა. “პირობა ვერ შევასრულე, ბოდიშს ვიხდი. მიყვარხართ”, – დაწერა ო’მალიმ „ტვიტერზე“. ცნობისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა,…
-
ახლახან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 1 საათის წინ, ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 5.3 მაგნიტუდა შეადგინა. ამ ეტაპზე, სხვა დამატებითი ინფორმაცია: დაღუპულების თუ დაზარალებულების შესახებ, ნგრევაზე და ასე შემდეგ…
-
ვინ არის ნინა, რომელიც დღევანდელი გამარჯვებას მერაბთან ერთად აღნიშნავდა?
ნინა ცნობილი გახდა თავისი საავტორო გადაცემა “ნინა დრამის” საშუალებიT, მისი სრული სახელი და გვარი ნინა-მარი დანიელეა , იგი დაიბადა 1988 წლის 27 დეკემბერს. მისი პირადი ცხოვრების დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია, როგორც…
-
ვაუ ცნობილია! – რა თანხა გამოიმუშავა მერაბმა ჩემპიონობით
მერაბ დვალიშვილი 61 კგ. წონით კატეგორიაში UFC-ის ახალი ჩემპიონია. მერაბმა შონ ო’მალი უმარტივესად დაამარცხა და ამ დროისთვის უკვე საქართველოს ორი ქამრის მფლობელი ჰყავს. აღნიშნული ტრიუმფისთვის დვალიშვილი აკმაოდ დიდ თანხას…
-
კონორ მაკგრეგორი: “ქართველები დაუფასებლები არიან!”
კონორ მაკგრეგორმა ქართველებზე დადებითი სიტყვებიც არ დაიშურა. “ეს ქართველები მართლაც დაუფასებლები არიან და დიდწილად უცნობი ხალხი, მაგრამ ბევრი წარმოუდგენელი მოჭიდავე და გრეპლერი სწორედ აქედან მოდის. რა თქმა უნდა, კარგი…