2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
(ყურადღებით წაიკითხეთ, შეცდომაში რომ არ შეგიყვანონ) თქვენი შვილი ავარიაში მოყვა… – ფულის გამოძალვის ახალი თაღლითური სქემა
ფულის გამოძალვის ახალი თაღლითური სქემა – “თქვენი შვილი ავარიაში მოყვა” – თუ ასეთი ტექსტით ტელეფონზე დაგირეკავენ, არ მოტყუვდეთ. ეს აფიორაა. ხელწერა ყველა შემთხვევაში ერთია – რუსულენოვანი ქალი სახლის ტელეფონზე…
-
ღმერთო დაიფარე ყველა ასეთი შემთხვევებისგან ავარიას 25 წლის გოგო ემსხვერპლა – რა ინფორმაცია ვრცელდება ადგილიდან? – დეტალები
ხობი – ზუგდიდის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად “სუბარუს” მარკის ავტომობილი ამოტრიალდა და 25 წლის გოგო ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის სავარაუდო მიზეზი სიჩქარის…
-
„დიდი ტრაგედია მოხდა… გარდაიცვალა არაჩვეულებრივი და უწესიერესი ბიჭი…“ – ახალგაზრდა მსახიობსა და მოცეკვავეს გლოვობეს მთელი ერი – დეტალები
სოციალურ ქსელში მსახიობისა და მოცეკვავის, გიორგი ასათიანის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. „დიდი ტრაგედია მოხდა – გარდაიცვალა სახელმწიფო ანსამბლ „გურიას“ ყოფილი მსახიობ-მოცეკვავეგიორგი ასათიანი. არაჩვეულებრივი და უწესიერესი ახალგაზრდა… უფალმა გაანათლოს…
-
16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ასტროლოგები
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ეს დღეს საშუალებას მოგცემთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. კოლეგებთან ურთიერთობა სასარგებლო იქნება – ვიღაც შეცდომებზე მიგითითებთ, ვიღაც კი…
-
სააკაშვილს პალატა შეუცვალეს, რის შემდეგაც ცუდად გახდა – რა ინფორმაცია ვრცელდება ყოფილ პრეზიდენტზე
ექიმ მანანა ჯებაშვილის განცხადებით, სააკაშვილს დაახლოებით თვე-ნახევრის წინ პალატა შეუცვალეს, რის შემდეგაც მისი სატურაცია მკვეთრად დაეცა. ამის შესახებ ექიმმა კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა. „პალატაში გადაყვანიდან მეორე დღესვე მას აღენიშნებოდა…