2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
“ღია ცეცხლია, საჭირო გახდება ვერტმფრენების ჩართვა”– ახალი დეტალები ახალდაბის ტყიდან, სადაც ხანძარია
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის ტყეში, სადაც ხანძარია, “საჭირო გახდება ვერტმფრენების ჩართვა. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა “რუსთავი 2-ს” განუცხადა, ხანძრის ტერიტორია მიუვალია. ოთარ არბოლიშვილის თქმით, მობილიზებული ყველა საჭირო ტექნიკა და…
-
თამუნა სუპერ გოგო ხარ ღმერთი გფარავდეს – როგორ იპოვა თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მშობლები? – ჟურნალისტი ჰყვება ახალ დეტალებს, თუ როგორ მიაკვლია მათ
ჟურნალისტმა, ცოტა ხნის წინ, ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ჰყვება, თუ როგორ მიაკვლია ბიოლოგიურ მშობლებს.„მესმის და ვითვალისწინებ ყველა იმ ადამიანის მიმართ პასუხისმგებლობას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყო ჩართული ჩემი…
-
ავარიას ორი ახალგაზდა ემსხვერპლა, ვინ არიან და რას წერენ მათზე? – “შენი წყალობით 4 დღეში ოჯახს შევქმნი, სული მომიკალი ძმაო როგორ ელოდებოდი ქორწილს…”
ავარიას სოფელ ნაგომართან 2 ახალგაზრად ემსხვერპლა. გარდაცვლილები საბა ბილვანიძე და აჩიკო ბოლქვაძეა. “საბა შენი წყალობით 4 დღეში ოჯახს შევქმნი ძმაო, მადლობა შენი დანატოვარისთვის, გავუფრთხილდები შენს გიოს, გპირდები. მადლობაა ძამი,…
-
როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები
სიყვარული ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა თავისებური იცის, განშორების მიზეზიც მათთვის სრულიად სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგიერთი ნიშანი საყვარელ ადამიანს გარკვეულ თვისებას ან შეცდომას არ პატიობს მაშინ, როცა სხვა ნიშნისთვის ეს შეცდომაცა…
-
“ძალიან ცუდი რამ გავაკეთე, ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ ყველას…” – ნახეთ ლელა წურწუმია საჯარო აღიარება
მომღერალი ლელა წურწუმია წონაში კლების საიდუმლოს ამხელს. „ჩემი გულშემატკივრები, ნაცნობები, უცნობები, აქტიურად კითხულობდნენ ჩემი წონის კლების ამბავს. ვიცი, რომ ძალიან გაინტერესებთ, მე როგორ დავიკელი 15 კილოგრამი. ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ,…
-
რატომ დავრჩი საქართველოში? ერთი მიზეზია – რას აცხადებს ვილი სანიოლი
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჩეხეთთან მოგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ფრანგი სპეციალისტის მიერ გაკეთებულ ყველაზე საინტერესო განცხადებებს: “კვარას შეცვლა 4:0-ზე? ზოგი ფეხბურთელის…