2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
უმძიმეს ვითარებაში დაღუპული ახალგაზრდას ქორწინების ვიდეო ვრცელდება
საქართველოს რკინიგზა თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტრაგედიას ემსხვერპლა რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. „, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის…
-
დადგინდა რამ გამოიწვია მამა თეიმურაზ ქორიძის მოულოდნელი გარდაცვალება – „ეს იყო ერთადერთი ორგანო, რომელიც არ აწუხებდა და სწორედ მან უღალატა…“
გასულ კვირას დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ახალგაზრდა წინამძღვარი, თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მამაო გასულ წელს კლინიკაში ფილტვების მძიმე დაზიანებით მოხვდა და ერთი თვის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე…
-
მატარებლის ავარიას სამტრედიელი ახალგაზრდა ემსხვერპლა
საქართველოს რკინიგზა თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტრაგედიას ემსხვერპლა რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. „, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის…
-
“არასდროს მიშაზე ეს არ მითქვამს,დროა სიმართლე გითხრათ..” – სოფო ნიჟარაძემ საიდუმლოს ფარდა ახადა
მომღერალი, სოფო ნიჟარაძე, თავისი შვილის მამაზე, მიხეილ სააკაშვილზე თითქმის არასდროს საუბრობს. თუმცა მან ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე და მის გუნდზე გააკეთა განცხადება. ”რა თქმა უნდა ბევრი შეცდომები იყო…
-
4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ასტროლოგები
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ყველა პრობლემა რომ დაძლიოთ და სასურველ შედეგს მიაღწიოთ, ამ დღეს თქვენი საუკეთესო საქმიანი თვისებები უნდა გამოავლინოთ. ეცადეთ, ცოტა…