2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
“ყველა გოგომ, ვისაც ვხვდებოდი ან ვწერდი, მიმატოვა…“ – რა არის ცნობილი MMA-ის ქართველი მებრძოლის პირად ცხოვრებაზე?…ამჟამად ის მარტოხელაა?
MMA-ის მებრძოლის საჩემპიონო თამაშს, 14 სექტემბერს მთელი საქართველო ადევნებდა თვალს. ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.…
-
“რა ვქნა, რა ვუყო ამ ტკივილს, ამ გაუგებარ სიგიჟეს…” – მანანა ბერიკაშვილი ძმას ემშვიდობება
მსახიობ, ზურა ბერიკაშვილის და მანანა ბერიკაშვილი, სოციალურ ქსელში ძმის ფოტოს აქვეყნებს: “რა ვქნა, რა ვუყო ამ ტკივილს? ამ გაუგებარ სიგიჟეს” ცნობისთვის, მსახიობს უკანასკნელ გზაზე დღეს,16 სექტემბერს გააცილებენ. ნახვები :…
-
დღეიდან, ზოდიაქოს ეს ოთხი ნიშანი ბედისგან მოულოდნელ დიდ საჩუქარს მიიღებს და ყველა მოვლენა სწრაფად განვითარდება
ორშაბათიდან ვარსკვლავები ზოდიაქოს ოთხ ნიშანს სასიამოვნო სიურპრიზებს უწინასწარმეტყველებენ, რომლებიც მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ყველა მოვლენა სწრაფად განვითარდება. კურო ხვალ სამყარო კუროს ფინანსურ წარმატებას მოუტანს. შეიძლება მოულოდნელად მიიღოთ დაწინაურება, დამატებითი…
-
„4-5 თვის წინ მითხრა ელისაბედმა, დაბადების დღეს არ გადავიხდი, ზურა პაპა თუ არ მოვაო…“ – ზურა ბერიკაშვილის დისშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს
ზურა ბერიკაშვილის დისშვილი, ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: „4-5 თვის წინ მითხრა ელისაბედმა, დაბადების დღეს არ გადავიხდი, ზურა პაპა თუ არ მოვაო. 18 სექტემბერს აქვს დაბადების დღე.…