2024 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე თბილისის მერია ერთჯერად დახმარებას გასცემს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის კიდევ მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:
ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მიწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განხორციელდება.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?
მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველი-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ. შემდგომში, თიბისი ბანკიდან ბარათის დამზადების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ და თანხა ჩაგერიცხებათ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 272 22 22
“ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
სათვალთვალო კამერის ჩანაწერები – რა კადრები ვრცელდება სასაფლაოდან?
“ასე იპარავენ ყვავილებს საფლავებიდან” – ვიდეოს სოციალურ ქსელში “ჩემი ქალაქი მკლავს” აქვეყნებს. “სასაფლაოდან არაფერი არ უნდა წამოიღო, საკვების გარდა. მაგრამ ამათ სახლში კი არ მიაქვთ, ყიდიან ხელახლა. ჯანდაბას, გაყიდონ,…
-
(ვიდეო) წარმოუდგენელი კადრები – უზარმაზარმა ლოდმა მანქანა ერთ წამში გააბრტყელა
წარმოუდგენელი კადრები – უზარმაზარმა ლოდმა მანქანა ერთ წამში გააბრტყელა: შემთხვევა სავარაუდოდ საზღვარგარეთ მოხდა. ნახვები : 4,256
-
ბიჭუნამ ქუჩაში ნაპოვნი საფულე მილიონერ პატრონს დაუბრუნა, სანაცვლოდ კი მხოლოდ 1 დოლარი სთხოვა… მილიონერს გაეცინა, თუმცა როცა გაიგო რატომ, ძალიან შერცხვა…
ცნობილმა ფილანტროპმა კენეტ ბერინგმა სან-ფრანცისკოს ყურის ერთ ღარიბულ უბანში გავლისას მოულოდნელად შენიშნა, რომ საფულე დაკარგა.მისმა თანაშემწემ შეშფოთებულმა ჰკითხა თუ რა მოემოქმედებინათ. ბერინგმა კი უპასუხა: ”ჩვენ მხოლოდ დაველოდებით მას, ვინც…
-
“ისინი მე არ დამიხოცავს, მათ დახოცეს და დამემუქრნენ” – რა ახალ დეტალებზე ალაპარაკდა მწყემსი
ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის განცხადებით, სმიტების ოჯახის წევრები მას არ მოუკლავს და “იქ ორი უცხოელი მამაკაცი იყო”. ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ…
-
ვინ იქნება “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი და ვის ფიქრობს ოპოზიცია?
ვინ იქნება “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი? მმართველ პარტიაში არ ამბობენ, სურს თუ არა ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა. თუ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის სკამისთვის ბრძოლას დაიწყებს,…
-
დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ გია ბაღაშვილმა სულისშემძვრელი პოსტი გამოაქვეყნა
მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე და „იუმორინას“ ერთ-ერთი ავტორი გია ბაღაშვილი ქართული საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანია. მუსიკოსის მეოთხე შვილს დღეს დაბადების დღე აქვს. გია ბაღაშვილმა ანასტასიას იუბილე სოციალურ ქსელში მიულოცა. „დღეს ჩემი…